понедельник, 6 июля 2009 г.

პროექტის მიზნები და ამოცანები



პროექტის მიზნები და ამოცანები:

მიზნები: 

1. გავაცნო მოსწავლეებს ტელესკოპი, დავათვალიერებინო ღამის ცა.
2. ხელი შეუწყო მოსწავლეებში დაკვირვების, კვლევა_ძიების უნარ ჩვევების განვითარებას.  


ამოცანები:
1. ექსკურსია ობსერვატორიაში, დათვალიერება, მისი ისტორიის გაცნობა.  
2. ქვის ქალაქი _ ვარძია, დათვალიერება, მისი ისტორიის გაცნობა.
3. მოსწავლეთა მოტივაციის ამათლება .
4. მოძიებული მასალების გამოყენება.


1. ღონისძიება: ექსკურსიის მოწყობა ობსერვატორიასა და ვარძიაში.

საქმეები:
• წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები, მარშრუტის განსაზღვრა.

• ადამიანური რესურსების მოძიება( ექსკურსიამძღოლი, ოპერატორი, და ა. შ.)

  2. ღონისძიება: საველე პირობებისათვის ინვენტარისა და შესასრულებელი სამუშაოს მოძიება.

  საქმეები: 
  * შესაფერისი ტანსაცმლის მომზადება.
  * კვების პროდუქტების მომზადება.
  * მედიკამენტების მომზადება.

3. ღონისძიება: გასართობი ღონისძიების მომზადება:
• გასართობი საშუალებების მომზადება
• კოცონის ანთება
• მშობლების და მოსწავლეების ჩართვა
• სპორტული ღონისძიების მომზადება

4. ღონისძიება: მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება

• მოძიებული ინფორმაციის წარმოდგენა
• ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრება, მისი ანალიზი (ლეგენდები ,თქმულებები, და ა. შ.)
• ძეგლების ფოტომასალის მომზადება

მოსალოდნელი შედეგები:

• მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ დაკვირვების, კვლევის უნარ_ჩვევები.
• ტელესკოპით პლანეტებზე და მეტეორებზე დაკვირვება
• წარმოდგენა შეექმნებათ კლდეში ნაკვეთი ქალაქის შესახებ
• გაეცნობიან საველე პირობებში ქცევის წესებს
• მოსწავლეთა დაახლოება, აზრის გაზიარება, ურთიერთთანამშრომლობა
• ტექნიკის გამოყენება
• გამოუმუშავდებათ სიძნელეების დაძლევის უნარი
• მოხდება თეორიული ცოდნის რეალიზაცია

• ამაღლდება მათი ცოდნა